
პროგრამის შესახებ
ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა (“მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა”) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან ერთად ახორციელებს ნეიროქირურგიის სარეზიდენტო პროგრამას. აღნიშნული სარეზიდენტო პროგრამის ხელმძღვანელი არის ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი შოთა ინგოროყვა.
მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის პროფესიონალთა გუნდი და ულტრათანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა საშუალებას აძლევს ახალგაზრდა სპეციალისტებს, დაეუფლონ და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა კლინიკური ნოზოლოგიების მართვაში, გაეცნონ და შეისწავლონ სხვადასხვა დაავადებების ქირურგიული თუ არაქირურგიული მკურნალობის თანამედროვე ტაქტიკა. კლინიკა იძლევა საუკეთესო შესაძლებლობას დახელოვნებისა და პროფესიული ზრდისათვის.
ექვსწლიანი პროგრამის სტრუქტურა
საბაზისო დისციპლინები
- 1.1. ნეიროანატომია — 2 თვე;
- 1.2. ნევროლოგია — 2 თვე;
- 1.3. პათომორფოლოგია — 1 თვე;
- 1.4. რეანიმაცია — 2 თვე;
- 1.5. ნეირორადიოლოგია — 2 თვე;
- 1.6. ტრავმატოლოგია-ორთოპედია — 2 თვე.
ქირურგიული საფუძვლები
- 2.1. ზოგადი ქირურგია — 5 თვე;
- 2.2. ონკოლოგია — 2 თვე;
- 2.3. ანესთეზიოლოგია — 2 თვე;
- 2.4. სისხლძარღვთა ქირურგია — 2 თვე.
ზოგადი ნეიროქირურგია
- 3.1. ზოგადი ნეიროქირურგია — 11 თვე.
ნეიროტრავმა და სისხლძარღვები
- 4.1. ნეიროტრავმა — 6 თვე;
- 4.2. სისხლძარღოვანი ნეიროქირურგია — 5 თვე.
სპეციალიზებული ქირურგია
- 5.1. პერიფერიული ნერვების ქირურგია — 1 თვე;
- 5.2. ნეიროონკოლოგია — 9 თვე;
- 5.3. ბავშვთა ნეიროქირურგია — 1 თვე.
დასკვნითი სპეციალიზაცია
- 6.1. ბავშვთა ნეიროქირურგია (გაგრძელება) — 3 თვე;
- 6.2. სპინალური ნეიროქირურგია — 4 თვე;
- 6.3. ენდოსკოპიური ნეიროქირურგია — 4 თვე.