განათლება და კვალიფიკაცია
- 1995–1996 — სამედიცინო ფაკულტეტი, ფრიდრიხ ალექსანდერის უნივერსიტეტი (ერლანგენ-ნიურბერგი, გერმანია).
- 1996–2003 — სამედიცინო ფაკულტეტი, ლეოპოლდ-ფრანცენსის უნივერსიტეტი (ინსბრუკი, ავსტრია).
- სადისერტაციო თემა: „ლუმბალური ლატერალური დისკის თიაქარი“ (ხელმძღვანელი: Univ.-Prof. Dr. H. Kostron), ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის ნეიროქირურგიული განყოფილება.
- 14.10.2010 — სალიცენზიო გამოცდა ნეიროქირურგიაში (ვენა, ავსტრია).
- 01.03.2012 — უფროსი ექიმი, ნეიროქირურგიის დეპარტამენტი (ინსბრუკი, ავსტრია).
- 2014–2016 — საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის პროგრამა UMIT-ის კერძო უნივერსიტეტში (ჰალი, ავსტრია).
სამუშაო გამოცდილება
- 2004–2005 — ასისტენტ ექიმი ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის ანატომიის, ჰისტოლოგიისა და ემბრიოლოგიის ინსტიტუტში. მონაწილეობდა ანატომიურ და ნეიროანატომიურ სასწავლო პროცესებში და სამეცნიერო კვლევაში.
- 2005–2012 — ასისტენტ ექიმი ინსბრუკის საუნივერსიტეტო ნეიროქირურგიულ კლინიკაში.
- 2009–2012 — სასწავლო კურსი კრიტიკულ მედიცინაში.
- 2009–2015 — ინსბრუკის უნივერსიტეტის ნეიროქირურგიის რეანიმაციის განყოფილება, ნეიროქირურგ-რეანიმატოლოგი.
- 2006–2015 — ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის ნეიროქირურგიული ამბულატორიის სპინალური ქირურგიის ხელმძღვანელი.
- 2015 წლიდან დღემდე — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკის ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
- 2018 წლიდან დღემდე — თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრის ნეიროქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.